აქციის მონაწილეებს დავით თარხან-მოურავმა, ირმა ინაშვილმა და პარტიის სხვა ლიდერებმა მიმართეს: „ ვითხოვთ აღდგეს სამართლიანობა, გასამართლდეს სააკაშვილის რეჟიმი და დაისაჯოს სააკაშვილი. ჩვენს მოქალაქელაქეებს დაუბრუნდეთ წართმეული მიწები“
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, გურამ დუმბაძე (მურმან დუმბაძის ძმა) აქციაზე ტრანსპარანტით მივიდა, რომლითაც ის 2015 წლის ბიუჯეტში აჭარის მწერალთა კავშირის შენობის დაფინანსების ჩასმას ითხოვდა. მისივე თქმით, ის აქციის ორგანიზატორი პარტიის მოთხოვნებსაც იზიარებს.
აქციას ესწრებოდა ბათუმის საკრებულოს წევრი, ნინო ბურჯანაძის პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ცინცქილაძე. გიორგი ცინცქილაძემ „ბათუმელებს“ უთხრა: „ვიზიარებთ იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც აყენებს ეს პარტია, ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ ოპოზიციურ ძალასთან, გარდა ნაციონალური მოძრაობისა“.