პოლიტიკა
სკანდალი თურქეთში - ამერიკის კონსული ახალგაზრდა თურქ კაცზე ქორწინდება!

1skandal-po-1-anსაქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთში აკრედიტებული დიპლომატები შოკში არიან! ამის შესახებ თურქული გაზეთი „Sabah“-ის საიტი წერს და აღნიშნავს, რომ აშშ-ის კონსული სტამბულში ჩარლზ ჰანტერი ატრატრადიციული ორიენტაციის ახალგაზრდა თურქ მამაკაცზე, სახელად რამადან ჩაისევერზე დაქორწინებას აპირებს.

ამერიკელი დიპლომატი ახალგაზრდა თურქს სტამბულის ერთ-ერთ ეკლესიაში ორგანიზებულ კონცერტზე შეხვდა. რამადან ჩაისევერი საეკლესიო გუნდში მღეროდა.

გაცნობიდან რამდენიმე დღის შემდეგ თურქი ახალგაზრდა ამერიკელი დიპლომატის სახლში გადასახლდა და კონსულთან ერთად ოფიციალურ ღონისძიებებშიც დაიწყო მონაწილეობის მიღება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ „წყვილმა“ გადაწყვიტა დეკემბრის ბოლომდე დაქორწინებულიყო. მათ ქორწინების დარეგისტრირება ამერიკის შტატ ვისკონსინში გადაწყვიტეს, სადაც ერთსქესიანი ქორწინებები დაშვებულია. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ კი ისინი თურქეთში, სტამბულში დაბრუნდებიან და საქორწილო სადილს გამართავენ...