საზოგადოება
„მაესტრო“: სამართალდამცავები მოზარდს დედის თვალწინ გაუპატიურებით ემუქრებოდნენ
1Maestro-sazog-2საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ბოლო დღეებია,"მაესტრო“ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის უფროსის და მისი რამდენიმე თანამშრომლის მიერ მოქალაქეებზე განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ჰყვება. ფაქტი ტელეკომპანიას თავად დაზარალებულებმა მიაწოდეს. პირველი შემთხვევა 17 წლის გოგონას და მის დედას უკავშირდება, რომლებიც სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდნენ. დაზარალებულები კონკრეტულ გვარებსაც ასახელებენ. "მაესტროს" ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, თუმცა ცნობილი ხდება ისიც, რომ შსს გამოძიების დასრულებამდე პოლიციელთა უფლებამოსილეების შეჩერების საკითხს არ განიხილავს. მაესტროს ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ (ვიდეო იხ. აქ). ტელეკომპანიას კიდევ ორი პიროვნება დაუკავშირდა, რომელბმაც პოლიციის იგივე თანამშრომლები მათზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულეს.