საზოგადოება
გია ხუხაშვილი: ივანიშვილი მობრუნდება მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, რომ რაღაც პოზიტივი მოუტანოს ქვეყანას“

1Xux-sazog-1საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილის განცხადებით, რომელიც მან ახალ თაობასთან" ინტერვიუში გააკეთა, საქართველოში პოლიტიკა დღესაც ბიძინა ივანიშვილის ნიშნით მიდის, მიუხედავად მისი არჩევანისა.

ხუხაშვილის განცხადებით, დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად დგას ექსპრემიერის ავტორიტეტზე.

ივანიშვილის მობრუნება მოხდება, მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, თუ მან ჩათვალა, რომ ხელისუფლებამ ამოწურა ყველა რესურსი, რომ რაღაც პოზიტივი მოუტანოს ამ ქვეყანას. ივანიშვილს ეს ნათქვამი აქვს თავის დროზე, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს არ გახდეს საჭირო. მაგრამ თუ რაღაც ფორსმაჟორი მოხდა, ის მზად არის ეს ნაბიჯი გადადგას", - აცხადებს ხუხაშვილი.