პუბლიკაციები
„რუსეთი არ არის ოკუპანტი, ჩვენ გვინდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი! ჰო, ჩვენ ვართ რუსები, ჩვენ ჩვენს სახლში ვართ, ჩვენ გვინდა ეს გზა, ჩვენ არსად არ წავალთ! თქვენ, ქართველები, წადით ალაზნის იქით!” - აქცია კახეთში

1Ocup-polit-3-anal-5საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. კახეთში, ყვარლის რაიონში, ადგილობრივმა მოსახლეომბამ საპროტესრო აქცია გამართა: რუსეთი არ არის ოკუპანტი, ჩვენ გვინდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი!” - ეს ლოზუნგები მაისურებზე იღო  დატანილი (ვიდეოს უყურეთ აქ).

მანამდე ამ ადგილას 10 არასამთავრობო ორგანიზაციის აქცია მიმდინარეობდა, რომლებმაც დაღესტანის საზღვართან გზის მშენებლობა გააპროტესტეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს და იმ საფრთხეზე ილაპარაკეს, რაც შეიძლება ამ გზის აღდგენას მოჰყვეს.

„ჰო, ჩვენ ვართ რუსები, ჩვენ ჩვენს სახლში ვართ! ჩვენ გვინდა ეს გზა, ჩვენ არსად არ წავალთ! თქვენ, ქართველები წადით ალაზნის იქით!“ - ამ განცხადებებს აქციის ადგილობრივები აკეთებდნენ და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართული აქციის ჩაშლა სცადეს.