პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე: ბატონო პრემიერ-მინისტრო! სასწრაფოდ გაათავისუფლეთ სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან პ.ზაქარეიშვილი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი "მოღვაწეობის" შედეგად დამდგარ შედეგზე პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენ დაგეკისრებათ!

1Jumber-polit-2-anal-4საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პ.ზაქარეიშვილის სრულიად უპასუხისმგებლო და საშიში განცხადება, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა საზოგადოებამ რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს, რადგანაც მისი შინაარსიდან გამომდინარე საფრთხე ექმნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! საქმე ის არის, რომ ზაქარეიშვილი ვერ არჩევს ერთმანეთისგან ოკუპაციის და ანექსიის ცნებებს, იგი აცხადებს, რომ რაც 2008 წლის რუსეთის ოკუპაციის შედეგად განხორციელდა, იმაზე მეტი ზიანის მოტანა რუსეთს აღარ ძალუძს“. ზაქარეიშვილის და მის მომხრეთა საყურადღებოდ, დღეს, რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის და მისი "დამოუკიდებლობის აღიარების" შედეგად, ამ ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის (საოკუპაციო ხაზის) გასწვრივ მავთულხლართებით დაფიქსირებულ ზოლში, წამომართულ "საზღვრის" აღმნიშვნელ დაფებს ასეთი წარწერა აქვთ, რუსულ და ოსურ ენებზე:"გოსუდარსტვენნაია გრანიცა იუჟნოი ოსეტიი". ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მოახდენს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას, ანუ "შეიყვანს" მას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, მაშინ, ზევით აღნიშნული "სასაზღვრო" წარწერა ასეთი სახის იქნება: "გოსუდარსტვენნაია გრანიცა როსისსკოი ფედერაციი".

ახლა კი, ვეკითხები ე.წ. "სახელმწიფო მინისტრს" ზაქარეიშვილს, ამ ორ წარწერას შორის ვერანაირ პოლიტიკურ–სამართლებრივ განსხვავებას ვერ ხედავს?! თუ ვერა, მაშინ ეს პიროვნება არცერთ შემთხვევაში ამ თანამდებობაზე არ უნდა იყოს, საერთოდ სახელმწიფო სამსახურში არაა მისი ადგილი!