პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: «Что такое хорошо и что такое плохо» №3

1Good-pol-1-r-new-1კარგია, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პოლონეთში თავისი ოფიციალური ვიზიტი მიშასთვის „თავისუფლების რაინდის“ წოდების მინიჭებას დაამთხვია - ახლა ეჭვი უკვე აღარავის ეპარება, რომ მარგველაშვილი და სააკაშვილი მეგობრები არიან!

 ცუდია, რომ მათი უკვე მეორე შეხვედრა შეთქმულების ტოლფასია ქართული სახელმწიფოს და მისი მეთურის - პრემიერ ღარიბაშვილის წინააღმდეგ...

კარგია, რომ აშშ-ის სენატმა აღიარა პენტაგონის ციხეების არსებობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის - ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო ბაზაზე, რომელსაც ქართული კონტინგენტი იცავს. და რომ ამ ციხეებში „ცე-რე-უ“ 2002-2006 წლებში 100 ტუსაღს  აწამებდა - დაკითხვის დროს წყლით ახრჩობდა, სახეში ურტყამდა, ძილის საშუალებას არ აძლევდა და სიცივეში ამყოფებდა!

ცუდია, რომ ვიდეოფაქტების მიუხედავად, აშშ-ის სენატს არ სურს აღიაროს საქართველოს ციხეებში 2006 - 2012 წლებში სააკაშვილის ბრძანებით ათიათასობით უდანაშაულო ადამიანის 100-ჯერ უფრო საშინელი წამება..

კარგია, რომ სააკაშვილმა უკრაინის ვიცე-პრემიერობაზე „უარი თქვა“, რისთვისაც უკრაინის მოქალაქე უნდა გამხდარიყო - „საქართველოს მოქალაქეობას ვერ დავთმობო!“

ცუდია, რომ სააკაშვილი ისევ იტყუება - საკანონმდებლო ნორმა, რომელიც მან 2011 წელს სპეციალურად ივანიშვილისთვის  საქართველოს მოქალაქეობის წასართმევად შემოიღო, საქართველოს პარლამენტმა დიდი ხანია გააუქმა, ანუ უკრაინის მოქალაქეობის მიღება არ შეიძლება იყოს საქართველოს  მაქალაქეობის დაკარგვის მიზეზი...

კარგია, რომ მიუხედავად სააკაშვილის 9-წლიანი პროპაგანდისა, ქართველი ხალხი არ შეიცვალა და თბილისის ქუჩებში რუსულად ლაპარაკის აღარ ეშინიათ!

ცუდია, რომ  ორპირმა სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადება ურჩია,  საქართველოში კი რუსული ენა მოსპო - იმ მიზნით, რომ რუსულენოვანი მოსახლეობა საქართველოდან გააძევოს და სანაცვლოდ 300 ათასი თურქი მესხი ჩამოიყვანოს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობას დაჰპირდა...

კარგია, რომ 2015 წელს ევროკომისია საქართველოს 45 მილიონი ევროთი დაეხმარება, მართალია, თანხის ნაწილით - სესხით სახით...

ცუდია, რომ ევროკავშირმა ამ გადაწყვეტილებასთან  თანადროულად მარგველაშვილს ქართული ბატალიონის გაგზავნა  ცენტრალურ აფრიკაში - საფრანგეთის კოლონიაში ისევ მოსთხოვა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტმა მორჩილად შეასრულეს...

კარგია, რომ 2015 წელს ამერიკის კონგრესი საქართველოს 30 მილიონი დოლარით დაეხმარება!

ცუდია, თუ ეს თანხა ისევ აშშ-ში გადასარიცხი გაგვიხდა - ამერიკული შეიარაღების შესყიდვებზე, რადგანაც ეს 30 მილიონი გამოყოფილია კონგრესის „უცხოური სამხედრო დაფინანსების“ პროგრამიდან, ანუ მთლიანად შეიარაღებაზე უნდა დაიხარჯოს...

კარგია, რომ საზღვარგარეთ საქართველოდან სახელმწიფო მოხელეებზე დიდი მოთხოვნაა!

ცუდია, რომ ადრე საქართველოს სტალინის და ბერიას დონის ფიგურები წარმოადგენდნენ, დღეს კიდევ საქართველოზე სააკაშვილი - კვიტაშვილი - ზღულაძეებით მსჯელობენ...

კარგია, რომ  უკრაინის ახალდანიშნულმა ჯანდაცვის მინისტრმა მეორე დღესვე პენსიონერებს, ინვალიდებს, სტუდენტებს, მეშახტეებსა და ჩერნობილელებს თითქმის ყველა შეღავათი მოუხსნა, პენსიები გაანახევრა და სკოლებში სწავლა 11-დან 9-წლიანი გახადა! ყოჩაღ, კვიტაშვილო, ასე გააგრძელე და კიევის ხუნტას ერთი გასროლის გარეშე დაამხობ!

ცუდია, რომ ამ „რეფორმების“ გამო უკრაინელეები ქართველებზე განაწყენდებიან, სააკაშვილის „რეფორმატორებს“  უკრაინიდან გააძევებენ და ისინი საქართველოში დაბრუნდებიან... კვიტაშვილი ამერიკაში კი წავა, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ,  ჩვენ?!

კარგია, რომ ღარიბაშვილმა დიდი საკადრო ცვლილებები დაიწყო - „შესაცვლელი ჯერ კიდევ ბევრია!“, მაგალითად, ზაქარეიშვილი, რომლის თქმით, „რუსეთმა მიიერთა სამხრეთ ოსეთი 2008 წელს და იმაზე მეტი ვეღარ მოხდება“...

ცუდია, რომ ამ ხმაურში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ცესკო-ს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია თავისი, და არა ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილი 8 პირით დააკომპლექტა! და ამ „სასტავს“ ზურგს მარგველაშვილის მეგობრები - მიშა მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილი უმაგრებენ...

კარგია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყოფა და, იმედია, პროფესიონალი პატრიოტებით დაკომპლექტებულ სამინისტროდ ექცევა, რომლის შემადგენლობაში დაზვერვა, კონტრდაზვერვა და ანტიტერორისტული ცენტრი შევლენ!

ცუდია, რომ ახალი სამინისტროს შენობაზე, სახელმწიფო დროშასთან ერთად, შესაძლოა, აშშ-ის დროშაც აფრიალდეს, როგორც კიევში, „CБУ“-ს (უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის) შენობაზე... 

კარგია, რომ  ჩვენი „მთავარსარდალი“ იმდენად „დავაჟკაცდა“, რომ ქსოვა გადადო და შესძახა - აბა, მზად ვარ შეხვდე პუტინსო!

ცუდია, რომ როცა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ პუტინი მას თავად ეპატიჟებოდა მოსკოვში, მარგველაშვილი სააკაშვილის ჭკუით პარაშენკოს დღეში 3-ჯერ ურეკავდა ერთგულების გამოსახატავად. დღეს კიდევ, როცა რუსეთმა აფხაზეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება დადო და ცხინვალთან იანვარში იმავეს მოაწერს ხელს, პუტინთან შეხვედრა უკვე სახვეწარი გაუხდება, როგორც თავის დროს ეხვეწებოდა სააკაშვილი...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 15 დეკემბერი
საქართველო, თბილისი