პუბლიკაციები
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიის რაუნდის თაობაზე

1Jeneva-zar-2-anსაქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება პრესისათვის:

9-10 დეკემბერს ჟენევაში გაიმართა შეხვედრა ამერიკავკასიის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის რესპუბლიკის, საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, აშშ-ისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობა სტატს-მდივანი - რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ. ბ. კარასინი.

უსაფრთხოების საკითხების ჯგუფში გაანალიზდა არსებული ვითარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს მომიჯნავე საზღვრებთან. ასევე, იმსჯელეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პერსპექტივებზე ამერიკავკასიის რეგიონში.

მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს დაძაბულობის თანმიმდევრულ შემცირებას, ნდობის აღდგენასა და რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებას, რასაც საბოლოო ჯამში, რეგიონში, საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრებისა და შრომის პირობების გაუმჯობესებისკენ მივყავართ.

ჟენევის დისკუსიის მთავარი ამოცანის განხილვისას - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზები - სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს თბილისთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელ შეთანხმებაზე მუშაობის დაჩქარებას. რუსეთის მხარემ დაადასტურა თავისი მზაობა, რეგიონში უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გარანტად იქცეს. აღინიშნა, რომ ნატოსკენ საქართველოს დაჟინებული სწრაფვის, თბილისისთვის უელსის სამიტზე „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის“ გადაცემის, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნის გეგმების და ასევე, საქართველოსთვის დასავლური ქვეყნების მიერ ახალი შეიარაღების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებების აღდგენის ფონზე, უსაფრთხოების საკითხები ამიერკავკასიაში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს და განსაკუთრებულ ყუარდღებას მოითხოვს. მოცემულ კონტექსტში რუსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 24 ნოემბერს დადებული შეთანხმება რფ-სა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მიმართულია აფხაზეთის სახელმწიფოებრიობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ და არ შეიცავს დებულებებს, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს მესამე მხარეებისთვის, საქართველოს ჩათვლით. მით უფრო, საუბარი არ არის რაიმენაირ „ანექსიაზე“, რაც ბოლო ხანს პროპაგანდისტულ კლიშედ იქცა თბილისსა და დასავლეთში.

რაუნდის მონაწილენი შეხვდენენ გაეროს უმაღლეს კომისარს დევნილების საკითხებში ა. გუტერეშს. კონსულტიაციები დაგეგმილია 2015 წლის მარტისათვის“.