უცხოეთი
რუსეთი და სამხრეთ ოსეთი ახალი შეთანხმების დასადებად კონსულტაციებს მართავენ

1oseti-zar-1-anსაქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. 10 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მედიის წარმომადგენლებისათვის ბრიფინგი გამართა, რომლის მიმდინარეობისასაც გააკეთა განცხადება რფ-სა და სამხრეთ ოსეთს შორის მოსალოდნელი ახალი შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე.

პრესისათვის თავის განცხადებაში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა გამოკვეთა მომავალი დოკუმენტის რიგი ძირითადი კონტურებისა.

გადაწყვეტილება მივიღე განცხადება გავაკეთო რფ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამმართველოს უფროს ოლეგ გოვორუნთან მუშაობის თაობაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. საუბარი შეეხო რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მომავალ შეტანხმებაზე. უწინ უკვე ვიტყობინებოდი, რომ შევუდექით მუშაობას ახალ შეთანხმებაზე. ამასთან დაკავშირებით ოლეგ მარკოვიჩტან კონსულტაციები გავმართე“,- აღნიშნა თიბილოვმა.

"გამოვედი ინიციატივით, რომ მომავალ შეთანხმებაში განხილული იყოს სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში პირდაპირი შესვლის შესახებ საკითხი, ვიდრე სხვა ფორმები იქნება შემოთავაზებული. არსებობს ქვეყნების პოლიტიკური თანაარსებობის სხვადასხვა ფორმა. ვფიქრობ, უახლოეს დროში მივიღებთ პასუხს ამ შეთავაზებაზე", - განაცხადა თიბილოვმა.

თიბილოვის თქმით, „მსოფლიოში განვითარებული რთული გეოპოლიტიკური პროცესები იმის აუცილებლობას გვკარნახობს, რომ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის ახალ ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი“. სერიოზულ საფრთხეებსა და გამოწვევებს შორის რესპუბლიკის მთაურმა საქართველოს ფაქტორიც აღნიშნა. „ეს დაკავშირებულია საქართველოს პოლიტიკასთანაც. ქართული მხარე, მიუხედავად ხელმძღვანელობის შეცვლისა, არ ცვლის თავის კურსს. გრძელდება საქართველოს  შეიარაღებული ძალების გაძლიერება. საქართველოს შესაძლო თავდასხმის ობიქტებად უწინდებურად რჩება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამასთან დაკავშირებით, მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ვალდებული ვარ, შევქმნა პირობები იმისათვის, რომ სამხრეთ ოსეთის მომავალი თაობა სრულ უსაფრთხოებაში ცხოვრობდეს. სწორედ ამ ფაქტორმა მიბიძგა რუსულ მხარესთან კონსულტაციების გამართვისკენ ახალი შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე“, - აღნიშნა თიბილოვმა.