პუბლიკაციები
აშშ-ის კონგრესი 2015 წელს თავის №1 სტრატეგიულ მოკავშირეს - საქართველოს სულ 30 მლნ დოლარს გამოუყოფს და ისიც - შეიარაღებისათვის

1Congres-sam-3-anსაქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის კონგრესი, საქართველოსთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, უცხოური სამხედრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში საქართველოს 30 მლნ დოლარს გამოუყოფს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ეს გათვალისწინებულია აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის 2015 წლის ბიუჯეტით.

აშშ-ს ასევე განზრახული აქვს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის დახმარების პროგრამის (ERI) დამტკიცება 180 მლნ დოლარის ოდენობით. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ მილიონს მიიღებს საქართველო ამ პროგრამიდან. ეს ფული  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში „დესტაბილიზაციის თავიდან აცილებისკენ“ იქნება მიმართული.