შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა
საქართველო, 12 დეკემბერი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის 1-ლი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა
ჯიმშერ კ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
დაკავებულმა, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა „სუბუტექსი“-ს აბები და ფხვნილი, რომელსაც პერიოდულად ყიდდა. ასევე, ჯიმშერ კ-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან, სხვადასხვა დროს, ბუპრენორფინის შემცველი სხვადასხვა რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება 600 ლარად გაყიდა. დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ამოიღეს.