აქტუალური
დავით კერესელიძე: „ლეონიდ თიბილოვის განცხადება შემაშფოთებელი და საფრთხის შემცველია"

1tibilov-aqtual-3საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძის განცხადებით, სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას მოინდომებდა.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმებას. რა თქმა უნდა, თიბილოვის დღევანდელი განცხადება არის შემაშფოთებელი და საფრთხის შემცველი. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე დაწყებულია ამაზე მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან. ის, რომ მოსალოდნელია და აფხაზეთის მსგავსი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მოსკოვსა და ცხინვალს შორის, ამაზე საუბარი უკვე მიმდინარეობს ჩვენს მეგობრებთან და ყველა ინფორმირებულია. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ იმას, რომ ეს არის დესტრუქციული განცხადება, როგორც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, ასევე რუსეთიდან. საქართველოს რჩება მხოლოდ ერთი ბერკეტი, ის, რომ მოლაპარაკებების შედეგად მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა", - განაცხადა კერესელიძემ.