ყარსში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეოთხე შეხვედრა გაიმართა
საქართველო, 12 დეკემბერი,
საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრმა
თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეოთხე შეხვედრაში, რომელიც 2014 წლის 10 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ყარსში გაიმართა.
ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი,
ელმარ მამედიაროვი და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ
ჩავუშოღლუ.
მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს სამმხრივ ფორმატში სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მიმდინარეობა. კიდევ ერთხელ აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის პროექტის, როგორც აზიასა და ევროპას შორის არსებული კონკურენტუნარიანი დამაკავშირებელი გზის მნიშვნელობა.
შეხვედრაში მონაწილე სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.