საზოგადოება
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივით, თბილისში მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა

1advokat-sazog-1საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. კვლევა მომზადდა საკითხზე: ინსტიტუციათა ნდობის რეიტინგი საზოგადოებაში - 2014“. სოციოლოგიურ გამოკითხვაში მოქალაქეებს უნდა დაესახელებინათ ინსტიტუცია, რომელთა მიმართაც არსებობდა ნდობა (მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტი, სასამართლო, სამოქალაქო სექტორი, პარტიები, საბანკო სექტორი, სამოქალაქო სექტორი, მედია სექტორი, დიპკორპუსი, საპატრიაქრო). ამასთან, დაისვა კითხვა, თუ რომელი ინსტიტუტის გაძლიერებას ისურვებდნენ მომავალში. ასევე, რესპოდენტებმა პასუხი გასცეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ დამოკიდებულებასაც.

ახალგაზრდა ადვოკატების“ სოციოლოგიური გამოკითხვა რუსთაველის გამზირზე, სააკაძის მოედანსა და აღმაშენებლის ქუჩაზე ჩატარდა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხვაში 700 მოქალაქე მონაწილეობდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს საზოგადოებას 23 დეკემბრისთვის წარუდგენენ.