უცხოეთი
საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. დასავლეთის ქვეყნები მიმართავენ ძალისხმევას, რომელიც რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების შეტევითი პოტენციალის დასუსტებისკენ არის მიმართული. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება რფ-ის სამხედრო ძალების გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
„იყენებენ ძალისხმევას კონკრეტული ღონისძიებების რეალიზაციისათვის, რომლებიც მიმართულია რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების შეტევითი პოტენციალის დასუსტებისაკენ“, - აღნიშნა გენერალმა რიგი უცხოური სახელმწიფოების სამხედრო ატაშეებთან შეხვედრისას.
გენშტაბის უფროსის შეფასებით, „ასეთი უკუქმედების ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებად შერჩეულია ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გლობალური სისტემების საბრძოლო შესაძლებლობების გაფართოება“.
„ამასთან, მიუხედავად ჩვენი მრავალრიცხოვანი წინადადებებისა, არც აშშ, არც ევროპული ქვეყნები და არც ნატო არ გამოხატავენ სურვილს, რფ-ის წინააღმდეგ მისი გამოუყენებლობის გარანტიის მოცემისა“, - აღნიშნა გენშტაბის უფროსმა.