სამართალი
მეოთხეკლასელი სასტიკად სცემეს და კვალის დაფარვის მიზნით ფოთლები მიაყარეს

1samart-1-Ucenikსაქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. სამტრედიაში, მე-10 საჯარო სკოლის მოწავლეებმა მეოთხე კლასელი მოსწავლე სასტიკად სცემეს და მისი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსება გახდა საჭირო. მას ტვინის შერყევა აღენიშნება და ქუთაისის საავადმყოფოშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, ბავშვებს შორის დაპირისპირება საღამოს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოხდა. ნაცემი ბავშვის ახლობლების განცხადებით, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-14 საჯარო სკოლის მეოთხე კლასელი ბავშვი ლეკვის გამო სცემეს და კვალის დასაფარად ფოთლები დააყარეს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.