აქტუალური
საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის სამთავრობო კომისიამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით,12 მონაწილე მსხვილი კონსორციუმიდან მეორე ეტაპზე 7 გადაიყვანა.
მეორე ეტაპზე გადასულმა კომპანიებმა პორტის განვითარების კონცეფცია და დაფინანსების წინადადებები უნდა წარადგინონ, რისთვისაც 4-თვიანი ვადა მიეცემათ; ტექნიკურ და ფინანსურ მხარეს კი საქართველოს მთავრობის მიერ დაქირავებული გერმანული კომპანია შეაფასებს.