კუბლაშვილი: „ხელისუფლების წარმომადგენლებიდან სასამართლოს ზეწოლაში თეა წულუკიანი იგულისხმებოდა“
საქართველო, 11 დეკემბერი,
საქინფორმი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ეუთოს ანგარიშს ეხმაურება და ამბობს, რომ ანგარიშში, სადაც საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სასამართლო ზეწოლაზე, ის სრულად იზიარებს ამ მოსაზრებას.
„
დასკვნაში როცა მოხსენიებულია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლები, აკეთებდნენ სასამართლოს წინააღმდეგ განცხადებებს და არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, პირველ რიგში სწორედ თეა წულუკიანი იგულისხმება, დარწმუნებული ვარ“, - აცხადებს კოტე კუბლაშვილი.