საზოგადოება
როგორც ცნობილია, ჩოქურმა თანხები გადაურიცხა ფირმას, რომლის მფლობელიც მისი მეუღლის მეგობარია. გივიკო რაზმაძე ჩოქურის მეუღლის სამოდელო სააგენტოს მოდელია. მან ფირმა თბილისობამდე რამდენიმე დღით ადრე დააარსა, შემდეგ კი გააუქმა.
"პირველ რადიოს" თბილისი მერიაში არაოფიციალურად ასევე განუცხადეს, რომ ჩოქურთან ერთად, შესაძლოა საბურთალოს გამგებელი მიქაუტაძის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, რომელის რაიონშიც ასევეა აღმოჩენილი "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებული დარღვევები.