პოლიტიკა
ნოდარ ხადური: „წლევანდელი ბიუჯეტი 100%–ზე იქნება შესრულებული და ცოტა მეტის იმედი გვაქვს“
Nodar-polit-3საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი 2014 წლის ბიუჯეტის მდგომარეობით დაინტერესდა და ფინანსთა მინისტრს შესაბამისი ანგარიშის წარმოდგენა სთხოვა. საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით ჩვენ ვართ წინ - გეგმაზე დაახლოებით 70 მილიონით მეტი გვაქვს მობილიზებული და წლევანდელი ბიუჯეტი გადაჭარბებით იქნება შესრულებული, როგორც შემოსავლების, ისე ზოგადად შემოსულობების თვალსაზრისით. გვქონდა გარკვეული ჩამორჩენა გრანტების და კრედიტების თვალსაზრისით, მაგრამ თანხები უკვე ჩამორიცხულია. დეკემბერში ასევე ჩამოირიცხება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკიდან და აზიის განვითარების ბანკიდან მისაღები თანხებიც", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არცერთ ოპონენტს არ აქვს საფუძველი თქვას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ან ლარის კრიზისია. 
"ჩვენ მართლაც ამ ძალიან რთულ ვითარებაში მივაღწიეთ იმას, რომ გვაქვს ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკა. მინდა მოსახლეობისთვის ვთქვა, რომ ძალიან რთული ეკონონიკურ-პოლიტიკური სიტუაციაა რეგიონში - უკრაინა, თურქეთი, რუსეთში. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა ასახვას ჰპოვებს ჩვენს ეკონომიკაზე, ლარზე", - განაცხადა პრემიერმა.