პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანს შეხვდა

Erdoghan-polit-2საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის უმაღლესი სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნას, რომლის პირველი სხდომაც მომავალი წლის პირველ ნახევარში გაიმართება და მას თურქეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მხრიდან აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ისევე როგორც თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი თამარ ბერუჩაშვილი თურქეთს ოფიციალური ვიზიტით 9 დეკემბერს ეწვია.