პუბლიკაციები
ნიუ იორკში ცათამბჯენების ამფეთქებელ ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილ 100 პატიმარს „ცე-რე-უ“ დაძინების საშუალებას არ აძლევდა და თავებს წყალში აყოფინებდა. სააკაშვილმა კი საქართველოში სასიკვდილო წამების ამსახველი 38 ათასი ვიდეო დატოვა!

1cameba-polit-1-analit-1საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. 2014 წლის 9 დეკემბერს აშშ-ში გამოქვეყნდა დიდი ხნის ნალოდინევი მოხსენება ცე-რე-უ”- ს მიერ დაკითხვის ზემაღალი სისასტიკის მეთოდების გამოოყენების შესახებ, რომლებსაც ამერიკის სპეცსამსახურები ნიუ იორკსა და ვაშინგტონში 2001 წლის სექტემბერში „ალ-ქაიდას“თავდასხმის შემდგომ პირველ წლებში ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვისას იყენებდნენ.
სენატის სადაზვერვო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე დაიენ ფაინსტაინი, რომლის ინიციატივითაც დაიწყო მოხსენების მომზადება 5 წლის წინ, რამდენიმე თვის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა თეთრ სახლთან ამ საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროების ხარისხის თაობაზე.

გუშინწინ, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, დაიენ ფაინსტაინმა განაცხადა, რომ მოხსნება ადასტურებს დაკითხვის სასტიკი მეთოდების გამოყენებას, რომლებიც მცირედ განსხვავდება წამებისაგან.

სენატის კომიტეტის მოხსენების სრული ტექსტი 6 ათასზე მეტ გვერდს შეიცავს. მასში მოყვანილია უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია, თუმცა, ის გასაიდუმლოებულია, ხოლო საჯაროდ გამოსაქვეყნებლად გადაცემულია ტექსტი-რეზიუმე, სულ 480 გვერდის მოცულობით. ამ გზით დაკითხული იქნა სულ 100 პატიმარი. მათ დაკითხვისას, 2002 წლიდან 2006 წლამდე, გამოიყენებოდა ისეთი მეთოდები, როგორიცაა წყალში თავის ჩაყოფინება, სახეში გარტყმა, დამცირება, ძილის საშუალების არმიცემა და სიცივით ზემოქმედება.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსის - მიხეილ სააკაშვილის დიდი მეგობრის პრეზიდენტობის წლებში, რომლის საპატივცემულოდაც თბილისში პროსპექტს მისი სახელი ეწოდა - ეს პროგრამა ფარულად ხორციელდებოდა და მოიცავდა პატიმრების ყოფნას და დაკითხვებს მესამე ქვეყნებში, ე. წ. „შავ ობიექტებზე“. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ შეაჩერა „ცე-რე-უ“-ს დაკითხვების პროგრამა 2009 წელს, მის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავებისთანავე.

„ჩვენ ვაწამებდით ზოგერთ ადამიანს. ჩავდიოდით საქციელს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს მორალურ ფასეულობებს“ - ობამა იძულებული გახდა, ეს ეღიარებინა მხოლოდ მიმდინარე წლის აგვისტოში, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „ამერიკელი გამომძიებლები, რომლებიც ამ მეთოდებს იყენებდნენ, თავად იმყოფებოდნენ კოლოსალური ზეწოლის ქვეშ, რადგან მათ დააკისრეს ამოცანა, აღეკვეთათ აშშ-ზე ტერორისტების ახალი თავდასხმა“.

საქართველოში კი,  2012 წლის 1 ოქტომბერს, ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ აღმოაჩინეს 26 ათას ფაილზე მეტი საიდუმლო ვიდეოჩანაწერი, რომელიც სააკაშვილის მმართველობის წლებში, 2006 წლიდან 2012 წლის ივლისამდე გაკეთდა. მათი მხოლოდ მცირე ნაწილი - 110 დისკზე ჩაწერილი საათნახევრიანი ხანგრძლივობის 144 ფაილი მოიცავდა კერძო, მათ შორის - ცნობილი მოქალაქეების - პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, საზოგადო მოღვაწეთა და სასულიერო პირთა ინტიმური ცხოვრების ჩანაწერებს, რომლებიც 2013 წლის 5 სექტემბერს საჯაროდ გაანადგურა შსს-ს მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, ანალოგიური შინაარსის 2 კომპაქტ-დისკი, რომელიც 2014 წლის 31 იანვარს შს მაშინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაანადგურა.

ყველა დანარჩენი ვიდეო შეიცავდა ციხეებსა და პოლიციის ათასობით უდანაშაულო მოქალაქეების არაადამიანური წამების ამსახველ კადრებს, განყოფილებებში, ასევე სპეციალურად მოწყობილ შენობებში. სპეციალური ჯალათები - მამათმავლები, ასევე სადისტები - ე. წ. ძალოვანი სტრუქტურების - შსს-ს, სამხედრო პოლიციისა და სააკაშვილის პენის-ტენციარული სისტემის სადისტი-თანამშრომლები ძალადობენ მამაკაცებსა და მოზარდებზე, მათ შორის, ცოცხებითა და ხელკეტებით ანალურ ხვრელში, დაუნდობლად ცემენ, აიძულებენ ორალურ სექსს მათთან, ასევე მათ თვალწინ აუპატიურებენ მათ ცოლებს, დებსა და დედებს! ხშირად ასეთი წამება სიკვდილით სრულდებოდა - როცა ვერ ხერხდებოდა ჯალათებისთვის საჭირო ცრუ ჩვენებების გამოძალვა, როგორც პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის  - ავღანეთის ომის გმირის, წითელი ვარსკვლავის ორდენის ორგზის კავალერის შემთხვევაში...

ვინ იცის, კიდევ რამდენი წამების ამსახველი დისკები, უკვე აღმოჩენილი 12 ათასის გარდა, აღმოჩნდება სააკაშილის ბრძანებით სამეგრელოში გაკეთებულ საიდუმო სამალავებში?!

საქინფორმი