პუბლიკაციები
დონეცკის აეროპორტში მოკლული „გე-რე-უს“ სპეცნაზელები ამერიკელი მზვერავები - მაიკლ უორნერი და ენდრიუ კოსტიშინი აღმოჩნდნენ, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეპან პოლტორაკის მიერ ხელმოწერილი მოწმობები აღმოჩნდათ!
ucxoet-2-ubitiსაქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. ნოვოროსიიდან მიღებული ცნობით, დონეცკის აეროპორტში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას მოკლული იქნა ორი პირი, რომლებსაც რუსეთის „გე-რე-უ"-ს ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეთა“ ფორმა ეცვათ. დოკუმენტების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ერთი მოკლული სპეცნაზელი მეზღვაური მაიკლ უორნერი აღმოჩნდა უიჩიტო-ფოლსიდან (ტეხასის შტატი), მეორე კი მისი კოლეგა ენდრიუ კოსტიშინი დენტონიდან (ტეხასის შტატი). ორივე ამერიკელ მზვერავს ვერ უშველა თავად უკრაინის თავდაცვის მინისტრის, გენერალ-პოლკოვნიკი სტეპან პოლტორაკის მიერ ხელმოწერილმა მოწმობებმა. ყველაზე პიკანტური კი ისაა, რომ ამერიკელი სპენაზელების ლიკვიდაცია აეროპორტში უკრაინელმა სამხედროებმა მოახდინეს. ამ ფაქტმა უკრაინის სარდლობაში პანიკა გამოიწვია.