პუბლიკაციები
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: „საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და დარწმუნებული ვართ, ის ახალ სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას“

frank-polit-1საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პრემიერს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ევროპული კურსისადმი გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა და მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ გერმანია არ აღიარებს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ შეთანხმებას.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა გერმანიის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსური დახმარების მიმართულებით.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობასა და ნატო-ს არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მექანიზმებზე.