აქტუალური
მივმართავთ პროკურატურას და შს სამინისტროს: მისცენ საზოგადოებას განმარტებები, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ვაჰაბიტური ცენტრების და საქართველოდან სირიაში ბოევიკების გადინების საქმეებთან დაკავშირებით.
ასევე ვითხოვთ კონტრდაზვერვის სამსახურისგან, გააკეთოს განმარტებები, რა გზებით ახერხებენ მეამბოხეების მხარეს მებრძოლი ბოევიკები საქართველოს საზღვრის გადაკვეთას და ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის გავლით სირიაში მოხვედრას და იღებს თუ არა სახელმწიფო რაიმე ზომებს ამ პროცესის შესაჩერებლად“.