საზოგადოება
ნოდარ ხადური: “ლარის კურსი დასტაბილურდა და, სავარუდოდ, დაიწევს!“

khadur-sazog-1საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, შაბათ-კვირას ლარის კურსი დასტაბილურდა. ხადურის განცხადებით, ლარის კურსზე ზეგავლენას ახდენდა ბევრი ფაქტორი, მათ შორის საგარეო, ანუ ზოგადად დოლარის გამყარება და ასევე შიდა ფაქტორები, მათ შორის აჟიოტაჟი.  "პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება, რადგან ეს იქნება მკითხაობა და არა საქმეზე რეალური ლაპარაკი. შაბათ-კვირამ აჩვენა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდა და ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ძალიან დიდი ალბათობით კურსი დაიწევს", - განაცხადა ხადურმა.