პუბლიკაციები
„4х4": საქართველოს ცესკოს წევრებს მარგველაშვილის 4 თანამშრომლისა და სოროსისა და სხვა დასავლური ფონდების მიერ შექმნილი, სააკაშვილის დროინდელი „ენ-ჯეო“-ების 4 ხელმძღვანელისგან შემდგარი საკონკურსო კომისია არჩევს

Cik-polit-3საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ცესკო-ს  წევრობის  ღია კონკურსის ჩატარებისა და კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ
2014 წლის 8 დეკემბრიდან გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე.

კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან 2014 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით (მისამართი: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. №1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საკონკურსო კომისია).

შეიქმნას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე გიორგი კვერენჩხილაძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ბესარიონ აბაშიძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე თამარ ბენაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი კახა კოჟორიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე. ნინო ლომჯარია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე, „საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის“ თანათავმჯდომარე.