პოლიტიკა
„ღრმად, ევროპაში!“ - მარგველაშვილი

evropa-polit-2საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი მიიღო.
მოხარული ვარ ვუმასპინძლო ბატონ შტაინმაიერს, რომელიც კვლავ სტუმრობს საქართველოს. გერმანია აქ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს საქართველოსთვის, რომელიც გვეხმარება ევროპასთან ინტეგრაციის საქმეში. გერმანიასთან ჩვენი პარტნიორობა სულ უფრო ღრმავდება, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპაში გაწევრების გზაზე. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხი წელს ძალზე აქტუალურია - ეს არის ის სირთულეები, რომლებიც წარმოიქმნა უკრაინაში, ასევე აფხაზეთში და, შესაძლოა, ოსეთშიც. მადლიერებას გამოვთქვამთ ჩვენი გერმანელი პარტნიორების მიმართ, რომლებიც გვეხმარებიან და გვიჭერენ მხარს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ბატონ პრეზიდენტთან ვისაუბრეთ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, განსაკუთრებულად აღვნიშნეთ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდგომი პერიოდის თაობაზე. პრეზიდენტთან ასევე აღვნიშნე, რომ ჩვენ არასდროს დავუჭერთ მხარს ამ შეთანხმებას“, - განაცხადა, თავის მხრივ, ვალტერ შტაინმაიერმა.

საქინფორმისგან: არასოდეს თქვა „არასოდეს“, ბატონო ჩემო, მით უფრო, თუ დიპლომატი ხარ და თანაც, ვალტერი...