უცხოეთი
ევროპის პარლამენტის დეპუტატმა მერკელს შეურაცხყოფა მიაყენა საფრანგეთის კრიტიკისათვის

Angela-ucxoet-3საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. წინა დღეს გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ იტალიისა და საფრანგეთის მიერ გატარებული რეფორმები არასაკმარისია.

ევროპის პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „მემარცხენე ფრონტის“ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა შეურაცხყოფა მიაყენა გფრ-ის კანცლერ ანგელა მერკელს საფრანგეთის მისამართით მის მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნისათვის, რის თაობაზეც მან „ტვიტერზე“ დაწერა.

ენა ჩაიგდეთ, ქალბატონო მერკელ! საფრანგეთი თავისუფალი ქვეყანაა!“ - დაწერა პოლიტიკოსმა გერმანულ ენაზე, რის შემდეგაც ფრანგულად დასძინა: „ჯობს თქვენს ღარიბებსა და დანგრეულ მეურნეობას მიხედოთ“.