უცხოეთი
რიაბკოვი: „აშშ-სთან ურთიერთობებში მოსალოდნელია შემდგომი გართულებები

Ryabkov-ucxoet-2საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის რეზოლუცია რუსეთთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ეს ვაშინგტონის განწყობის ბარომეტრია, - განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა.

რეზოლუციას რეკომენდაციის ხასიათი აქვს. ბუნებრივია, პროცდურაში ამის გამო ვერავითარი ავტომატიზმი ვერ იქნება. თუმცა, დოკუმენტის მიმართულება, მისი ტონი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მომდევნო ნაბიჯი და იმ ტენდენციების გაგრძელებაა, რომლებიც ბოლო ხანს ვაშინგტონის რუსულ პოლიტიკაში დომინირებს“, - აღნიშნა რიაბკოვმა.

არაფერს გამოვრიცხავ, შესაძლებელია შემდგომი გართულებები. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დასტაბილურდეს, რათა მასში მოძიებულ იქნეს გონივრული, მკვიდრი ნიადაგი. თუმცა, სამწუხაროდ, წარმომადგენელთა პალატაში მიღებული რეზოლუცია თავისებური ბარომეტრია აშშ-ის სულ სხვაგვარი განწყობებისა“, - განაცხადა მან.