უცხოეთი
უკრაინამ გაზის წინასწარი საფასური გადაიხადა

NAFTO-ucxoet-1საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. „უკრაინის ნაფტოგაზმა“ ერთი მლრდ კუბ/მ გაზის მიწოდებისათვის საავანსო გადასახადი გადარიცხა 378 მლნ დოლარის ოდენობით. ამის შესახებ „გაზპრომის“ ოფიციალური წარმომადგენელი სერგეი კუპრიანოვი იუწყება.

წინასწარი გადასახადი ჯერ კიდევ 5 დეკემბერს შეიტანეს, რის შემდეგაც უკრაინის ენერგეტიკისა და ქვანახშირის წარმოების მინისტრმა ვლადიმერ დემჩიშინმა განაცხადა, რომ საწვავის შერჩევა გაზსადენიდან 8 დეკემბერს მოხდება. უწინ „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა დააზუსტა, რომ მის კომპანიას შეუძლია საწვავის მიწოდების დაწყება უკრაინაში წინასწარი საფასურის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. ახლა რუსეთში მიწოდებაზე ოფიციალურ განაცხადს ელოდებიან.

უკრაინა რუსულ გაზს არ იღებს უკვე ნახევარი წელიწადია, 2014 წლის ივლისის შუა ხანებიდან. მიწოდება შეწყდა გადაუხდელობის გამო, როცა დავალიანების თანხამ 5.3 მლრდ დოლარს მიაღწია. გადაუხდელი აღმოჩნდა 11.5 მლრდ კუბ/მ გაზი. რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ მიწოდებას აღადგენს მხოლოდ ვალის დაფარვის შემდეგ და წინასწარ საფასურსაც აიღებს.