სამართალი
გრიგორი ლეპსის კონცერტის ორგანიზატორების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

Leps-samart-3საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. გრიგორი ლეპსის კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ლეპსის კონცერტს სპორტის სასახლეში ხმაური მოყვა. ტელეკომპანია "მაესტროს" გადამღები ჯგუფი ორგანიზატორებმა დაცვის ოთახში ჩაკეტეს და საათნახევრის განმავლობაში მათ ტერიტორიიდან გასვლის საშუალება არ მიეცათ. ჟურნალისტებს წაართვეს მობილური ტელეფონებიც. ორგანიზატორების გაღიზიანების მიზეზი ჟურნალისტის მხრიდან მომღერლისთვის დასმული შეკითხვა გახდა, რომელიც პუტინის პოლიტიკას ეხებოდა.