სამართალი
შსს-მ საგარეჯოში განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

zaderJani-samart-1საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ელიმხან . განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

დაკავებულმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ვერხვიანში, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით მეუღლის - მელეიქა -ს მოკვლა სცადა, თუმცა გასროლა ვერ მოახერხა, რის შემდეგაც მეუღლეს თავისი კუთვნილი ავტომანქანით შეეჯახა. მელეიქა გ. ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ცეცხლსასროლი იარაღი და ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.