ავღანეთში, პარვანის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა მორიგი ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარეს
საქართველო, 9 დეკემბერი,
საქინფორმი. ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხრეთით მდებარე ოპერაციის რაიონში,
V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროებმა სოფელ
ქარაბახის მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები დაურიგეს. ჰუმანიტარულ ოპერაციამდე ქართველმა სამხედროებმა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, სოფელ ქარაბახში პატრულირება განახორციელეს. მოტორიზებული და ქვეითი პატრულის დროს ოპერაციაში ავღანეთის უსაფრთხოების ძალებიც იყვნენ ჩართული.
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი ISAF-ის მისიის დასკვნით ფაზაზე ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების ამოცანებს წარმატებით ახორციელებს.