დავით კერესელიძე: „ყველა ძალისხმევას მივმართავთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას რეფორმების განხორციელებაში"
საქართველო, 9 დეკემბერი,
საქინფორმი. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა
დავით კერესელიძემ უკრაინაში პრემიერ-მინისტრ
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა და უკრაინაში ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების დანიშნაზეც გააკეთა კომენტარი.
„იმ ადამიანების დანიშვნა, რომელთაც სამართლებრივი სტატუსი აქვთ, ცუდი იქნება, მაგრამ ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე უცხოელი მოქალაქეების დანიშვნა უკრაინის სუვერენული უფლებაა. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყველა ძალისხმევას მივმართავთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას რეფორმების განხორციელებაში და იმ გამოწვევებში, რომლის წინაშეც უკრაინა დგას“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.