პატიმარი ქალები ნახატების გამოფენას მოაწყობენ
სამხატვრო გალერეა "ჰობის" დარბაზში დღეს 32 პატიმარი ქალის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. აღნიშნული ღონისძიების დევიზია "შემოქმედება-ღირსებისთვის". ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ხათუნა კალმახელიძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, რუსუდან კერვალიშვილთან ერთად საზეიმოდ გახსნის.
საღამოს გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკიც დაესწრება. პატიმარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა სასჯელაღსრულების სამინისტროს, ასოციაცია "ქალი და ბიზნესის" და საქართველოში გაეროს წარმომადგენელთა ხელშეწყობით მოეწყო.