დიმიტრი ქუმსიშვილი: „ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.85 – 1.80 იქნება"
საქართველო, 9 დეკემბერი,
საქინფორმი. უნდა ველოდოთ, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.85 – 1.80 იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილე
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„როდესაც კურსი არის აღმავალი და შაბათ-კვირა ემთხვევა, როგორც წესი, კიდევ უფრო მძაფრდება ხოლმე ეს ტრენდი. შესაბამისად, როდესაც ტრენდი შაბათ-კვირას შემოტრიალდა, ეს ნიშნავს, რომ ამ კვირაში კურსი ქვევით წამოვა. სავარაუდოდ, ჩვენ უნდა ველოდოთ 1.85-თან, 1.80-სთან მიახლოებულ დოლარის კურსს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.