პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველო, 9 დეკემბერი,
საქინფორმი. შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და მიმდინარე რეგიონულ პროექტებზე იმსჯელეს.
მთავრობის მეთაური დაინტერესდა, რამდენად არის მზად რეგიონები ზამთრის სეზონისთვის. გუბერნატორებმა პრემიერ–მინისტრს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინეს.