პუბლიკაციები
საგარეო საქმეთა სამინისტრო: “რუსეთის ფედერაციის ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას“

Min-polit-2საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, 2014 წლის 5 დეკემბერს რფ-ის სამხრეთ სამხედრო ოლქში და ცხინვალის რეგიონში, სულ ექვს პოლიგონზე დაიწყო სამხედრო საველე წვრთნები.

სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები, როგორიცაა თვითმავალი ჰაუბიცების „МСТА-С" და რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემები „ТОРНАДО-Г", რადიოსალოკაციო კომპლექს „Зоопарк-1" დახმარებით, რომელიც აღჭურვილია სანავიგაციო სისტემით „ГЛОНАСС". სულ საველე წვრთნებში მონაწილეობას იღებს ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ორასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას“, - ნათქვამია, კერძოდ, სამინისტროს განცხადებაში.