პოლიტიკა
„სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები, როგორიცაა თვითმავალი ჰაუბიცების „МСТА-С" და რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემები „ТОРНАДО-Г", რადიოსალოკაციო კომპლექს „Зоопарк-1" დახმარებით, რომელიც აღჭურვილია სანავიგაციო სისტემით „ГЛОНАСС". სულ საველე წვრთნებში მონაწილეობას იღებს ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ორასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას“, - ნათქვამია, კერძოდ, სამინისტროს განცხადებაში.