ქვემოთ საქინფორმს მოჰყავს ზემონახსენები მინისტრების რეკომენდაციების საფუძველზე პრემიერ-მინისტრ იაცენიუკის დავალებების მხოლოდ ზოგიერთი პუნქტი (დოკუმენტის დედანი უკრაინულ ენაზე იხ. აქ).
-სკოლებში სწავლება შემცირდეს 11-დან 9 წლამდე;
-გაძლიერებული რადიაციულ-ოეკოლოგიური კონტროლის ზონის (4 ზონა), ანუ დაბინძურებული ტერიტორიის შემცირება;
-სანატორიუმებით უზრუნველჰყონ მხოლოდ პირველი კატეგორიის ინვალიდები და ინვალიდთა შვილები;
-გაზრდილი სტიპენდიების შემცირება;
-რადიოაქტიური დაბინძურების ზონებში მუშაობისათვის დანამატის შემცირება;
- ფულადი დახმარებების შემცირება კვების პროდუქტების მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით რადიოაქტიურ ტერიტორიებზე;
-კომპენსაციების შემცირება დაკარგულ ქონებაზე გამოსახლებებთან ანდა დამოუკიდებლად გადასახლებასთან დაკავშირებით დაბინძურებული ტერიტორიებიდან;
-სანატორიუმებში მოქალაქეების სამკურნალოდ ყოფნისას გამოკვების ფასის დაწესება;
-სწავლების გადასახადი ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლებში;
-უმაღლეს სასწავლებლებში სტიპენდიების გაუქმება;
-ნორმის ამოღება 1-დან მე-4 კლასამდე მოსწავლეთა უფასო გამოკვებასთან დაკავშირებით;
-ნორმის ამოღება მოსწავლეების, სტუდენტების,მასწავლებლების უფასო მგზავრობასთან დაკავშირებით; ასევე, პენსიონერებისთვის შეღავათების შემცირება;
-ინდექსაციის ზღურბლის ამაღლება 101-დან 103%-მდე და სტიპენდიების ამოღება ინდექსაციიდან;
-იმ სპორტსმენებისათვის ანაზღაურების 50%-იანი შემცირება, რომლებიც საერთაშორისო შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილებს იკავებდნენ;
-ფინანსური დახმარების შემცირება ახალგაზრდული ორგანიზაციებისათვის;
-იმ სახელმწიფო სამიზნე პროგრამების შემცირება, რომლებიც ფინანსური რესურსით არ არის უზრუნველყოფილი;
-ჰიპერტონიულ დაავადებებთან დაკავშირებულ წამლებზე ფასების რეგულირების დაწესება;
-უკრაინის შახტების კანონიდან იმ ნორმების ამოღება, რომლებიც დაკავშირებულია საბიუჯეტო სახსრებით შახტების დახურვის შემდეგ შემცირებაში მოყოლილ შახტების თანამშრომელთა საყოფაცხოვრებო საჭიროებების უზურნველყოფასთან;
-საბიუჯეტო სფეროში თანაშრომელთა რიცხვის 3%-ით შემცირება;
-საბიუჯეტო სფეროს მუშაკთათვის სწავლულის ხარისხისათვის დანამატების შემცირება;
-საპენსიო ასაკის მომატება;
-საშუალო სახელფასო ანაზღაურების გაყინვა უკრაინაში;
-სახელფასო ანაზღაურების მიხედვით პენსიების შემცირება 70%-დან 60 %-მდე;
-ფონდების მიერ სოციალური დაზღვევის გადასახადის შემხირება;
-დაფინანსების გაუქმება სოციალური დაზღვევის ფონდის ხარჯზე (ე. წ. ბავშვთა გაჯანსაღების დაფინანსება სანატორიუმებში);
-ფონდების მიერ გადასახადების შემცირება უბედური საწარმოო შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებებისთვის;
-დროებითი შრომის უუნარობისთვის დახმარების წილის შემცირება;
-ნაციონალური გვარდიის რიცხოვნობის შემცირება 60 000-დან 40 000 კაცამდე;
-მილიციელთა რიცხოვნობაზე ევროპული სტანდარტის შემოღება - 100 000 მოსახლეზე 300 თანამშრომელი;
-გათავისუფლებული სამხედროებისათვის დახმარებაზე შეზღუდვების შემოღება;
-ბიუჯეტიდან ფულადი სახსრების გაცემაზე უარის თქმა იმ საწარმოებისათვის, რომელთა თანამშრომლებიც მობილიზებული იყვნენ;
-სამხედრო მოსამსახურეებისათვის ყოველთვიური პრემიების შემცირება თვიური ხელფასის 60%-მდე ოდენობით (უწინ 100 %);
-სამხედრო მოსამსახურეებისთვის უფასო კვების უფლების შემცირება სამხედრო კომისარიატებში.