უცხოეთი
„ურთიერთობები რუსეთსა და აფხაზეთს შორის, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის - სუვერენული სახელმწიფოების ურთერთობებია, ისინი საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე ვითარდება და არავის ინტერესებს არ არღვევს“, - აღნიშნა მან.
რუსეთ-აფხაზეთის ახალ შეთანხმებას არავითარი კავშირი არ აქვს ამიერკავკასიის საკითხებზე ჟენევის დისკუსიებთან, - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ „ჟენევის დისკუსიებზე განიხილება საკითხების ორი ბლოკი: უსაფრთხოების საკითხები კავკასიის რეგიონში და ჰუმანიტარული საკითხები, გადაადგილებული პირების, ლტოლვილების მდგომარეობის, ჰუმანიტარული კავშირებისა და ა. შ. ჩათვლით".