უცხოეთი
ლავროვმა კერი ჩიხში მოამწყვდია

zar-2საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. მოლაპარაკებების ოთახში, სადაც სახელმწიფო მდივანს რუსი მინისტრი ელოდებოდა, კერი ღიმილით შევიდა, მსუბუქად მხარზე მოხვია ხელი კუთხეშ მიმჯდარ ერთ-ერთ რუს ჟურნალისტს დამოიკითხა. თუმცა რამდენიმე წამში სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა.

ლავროვმა და კერიმ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და მედიას იქაურობის დატოვება სთხოვეს.

ბატონო ლავროვ, როგორ კომენტარს გაუკეთებდით სახელმწიფო მდივნის განცხადებას უკრაინაში რუსული ჯარებისა ყოფნის შესახებ?“ - უცებ წამოიძახა ერთ-ერთმ ამერიკელმა ჟურნალისტმა. „თქვენ ამერიკის დელეგაციის წევრი ხართ?“ - კითხვითვე მიუგო ლავროვმა. „არა, ჟურნალისტი ვარ“, - უპასუხა მან. „ახლა პრესკონფერენცია არ არის, მოლაპარაკებებია“, - შენიშნა რუსმა მინისტრმა. „თქვენი პასუხი ესაა?“, - განაგრძო პროტოკოლის დარღვევა ჟურნალისტმა. „დიახ“, - მიუგო ლავროვმა და კერის მიუბრუნდა: „რომელ რუსულ ჯარებზე ლაპარაკობთ?“

სახელმწიფო მდივანმა რაღაც გაურკვევლად უპასუხა.

თუ უკრაინაში რუსული ჯარებია, CNN და სხვა ამერიკული არხები ამას რატომ არ აჩვენებენ?“ - შეტევაზე გადავიდა ლავროვი. „არ ვიცი“, - კბილებში გამოცრა კერიმ და მოიღუშა.