აქტუალური
ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტზე რომან ჩხენკელს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია შეცვლის

aqtual-3საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია:

"საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. რამდენიმე თვის წინ სამთავრობო გუნდში რამდენიმე მინისტრი შეიცვალა. დასახული მიზნების შესასრულებლად და სახელმწიფო სტრუქტურების უფრო ეფექტურად მუშაობისთვის ცვლილებები ქვედა რგოლებსაც შეეხო.

ცვლილებები განხორციელდა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის და ეკონომიკურ საბჭოებში.

ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს ჩაიბარებს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია. ის ასევე შეინარჩუნებს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას.

იგი 2 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ბიზნეს სექტორთან, ერკვევა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში და კარგად იცის ხელშემწყობი ფაქტორები, რომელიც დღეს ბიზნესს სახელმწიფოსგან სჭირდება", - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.