აქტუალური
„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

aqtual-2საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის პოსტზე ზურაბ კოპაძე "ქართუ ბანკის" პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჩაანაცვლა.

"გამომდინარე იქიდან, რომ ინფრასტრუქტურას მომავალი წლიდან ძალიან დიდი და მასშტაბური სამუშაოების განხორციელება მოუწევს, სამინისტროს ბიუჯეტი კი მილიარდ ლარს შეადგენს, ზურაბ კოპაძის ნაცვლად, მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს ნოდარ ჯავახიშვილი. მისი მრავალწლიანი გამოცდილება ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის სამინისტროს რესურსების სწორად და ეფექტურად გამოყენებას", - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

ამ დღეებში შეიცვალა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ეს პოზიცია დაიკავა ბატონმა ზაზა დოლიძემ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა ბატონი კახაბერ სოლოღაშვილი.

ახალი, კვალიფიციური კადრები სახელმწიფო სტრუქტურების გამართული მუშაობის წინაპირობაა. მუდმივი განახლება და სრულყოფა მიმართულია მთავრობის უფრო ეფექტურ მუშაობაზე", - განმარტავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.