აქტუალური
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ახალი მდივანი მუშაობას უკვე შეუდგა

aqtual-1საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. დავით სუჯაშვილი დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა და მიმდინარე პროექტებსა და  სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით სუჯაშვილი დაინიშნა.

დავით სუჯაშვილს  დამთავრებული აქვს  საქართველოს სახელმწიფო უშიშროების  სამინისტროს აკადემია. 11/1999 -11/2012 წწ.  - მუშაობდა საგარეო დაზვერვის სამსახურში; 11/2012 – 12/2013 წწ. - იყო საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი; 12/2013 წ. - მუშაობა განაგრძო საქართველოს დაზვერვის სამსახურში.