ზედელაშვილი თანამდებობას ტოვებს - ჭიკაიძის უწყებაში დიდი წმენდა დაიწყო
საქართველო, 8 დეკემბერი,
საქინფორმი. შსს-ში „პირველ რადიოს“ არაოფიციალურად დაუდასტურეს, რომ სუს-ის უფროსმა
მალხაზ ჩიკვილაძემ და შსს-ს გენინსპექციის უფროსმა
ირაკლი სამყურაშვილმა თანამდებობები უკვე დატოვეს. სამინისტროს წყაროს ინფორმაციით, ფაქტობრივად გადაწყვეტილია
ალექსანდრე ჭიკაიძის პირველი მოადგილე
გიორგი ზედალაშვილის თანამდებობიდან გადადგომა. ზედელაშვილი პრემიერ-მინისტრის მეუღლის ნათესავის,
ზვიად ჯანყარაშვილის მამიდაშვილია.
გავრცელებული ინფორმაციით,
ალექსანდრე ჭიკაიძემ ქვეყნის ყოფილი პრემიერი
ივანიშვილისგან რამდენიმე დღის წინ საკადრო პოლიტიკის თაობაზე შენიშვნა მიიღო. ვრცელდება ინფორცია, რომ
ზედელაშვილი-სამყურაშვილი-ჩიკვილაძის შემდეგ შსს-ს რიგებში ფართომასშტაბიანი საკადრო წმენდა განხორციელდება და
ღარიბაშვილი-ჯანყარაშვილის კადრები შსს-ს დატოვებენ.