საზოგადოება
გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძის შემცვლელად ბესიკ ქარჩავას კანდიდატურა განიხილება

sazog-2საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. ინფორმაციას ამის შესახებ "გურიის მოამბე" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსანი ბესიკ ქარჩავა ერთ-ერთია იმ კანდიდატებს შორის, რომელიც ყოფილი გუბერნატორი გიორგი ჩხაიძის შემცვლელად სახელდება. ქარჩავას კანდიდატურას, მხარს, ადგილობრივი. ე.წ. "პოლიტელიტა" და გავლენიანი წრეები უჭერენ.

შეგახსენებთ, რომ გურიის ყოფილმა გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. გადადგომის არაოფიციალურ მიზეზად პრემიერის ეკონომიკური მრჩეველი ჩხენკელის თანამდებობიდან გათავისუფლება სახელდება. თავად ჩხაიძე კი აცხადებს, რომ მან უბრალოდ სახლში წასვლა გადაწყვიტა.