საზოგადოება
უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მირიან მჭედლიშვილი ინიშნება
sazog-1საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შს სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსად მირიან მჭედლიშვილი ინიშნება. უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, მალხაზ ჩიკვილაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. თანამდებობა ასევე დატოვა შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას შს მინისტრის მოადგილის გელა ზედელაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ, სამინისტროს პრესსამსახურში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.