ეკატერინე ტყეშელაშვილი შესაძლოა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს
საქართველო, 8 დეკემბერი,
საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი
ეკატერინე ტყეშელაშვილი შესაძლოა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინულ ფორუმებზე ვრცელდება. ამასთან, "
ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი
ნუგზარ წიკლაური "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე კიდევ იგეგმება "შოკისმომგვრელი" დანიშვნა.
„უკრაინაში ქართველების დანიშვნა გრძელდება, რასაც ისტერიული კომენტარებით შეეგებნენ აქაური ხეპრეები, მაგრამ მთავარი დანიშვნა და მთავარი შოკი წინ არის",- წერს ნუგზარ წიკლაური.
შეგახსენებთ, რომ ეკა ტყეშელაშვილი მესამე ქართველი ყოფილი მაღალჩინოსანი იქნება, რომელიც უკრაინაში პასუხსაგებ თანამდებობას დაიკავებს.